ირაკლი ქადაგიშვილი – “ნამოხვანჰესზე”: ხელისუფლებამ გაასაჯაროვა ხელშეკრულება, საჯაროა ის კვლევებიც, რომელიც არის ჩატარებული

“ხელისუფლება ასაჯაროებს და გასაჯაროებულია ხელშეკრულება”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა “ნამოხვანჰესის” გარშემო განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, შესაძლებელია სიტუაციის სპეციალისტებთან ერთად შეფასება.

“ხელისუფლება ასაჯაროებს და გასაჯაროებულია ხელშეკრულება, გასაჯაროებულია ყველა ის კვლევა, რომელიც ამასთან დაკავშირებით არის ჩატარებული და არა – სამიტინგო პათოსით, არამედ სპეციალისტებთან ერთად შეიძლება რეალურად ამის შეფასება”, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები