„ჰეზბოლას“ ლიდერმა ლიბანში კონფლიქტის დასრულების სამი მთავარი პირობა დაასახელა

ისრაელის მიერ ცეცხლის შეწყვეტა, არმიის ლიბანის ტერიტორიიდან გაყვანა და ლიბანელი პატიმრების ციხეებიდან გათავისუფლება კონფლიქტის დასრულების მთავარი პირობებია, – ამის შესახებ „ჰეზბოლას“ გენერალურმა მდივანმა, ნაიმ კასემმა განაცხადა.

„[კონფლიქტის დასრულების] პირობები შემდეგია: აგრესიის სრული შეწყვეტა, ძალების დაუყოვნებლივი გაყვანა, პატიმრების გათავისუფლება, იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება და რეკონსტრუქცია“, – აღნიშნა კასემმა ვიდეო მიმართვაში.

შიიტი წინააღმდეგობის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ჰეზბოლა“ გააგრძელებს ისრაელთან დაპირისპირებას, თუ ის ლიბანზე თავდასხმას და ტერიტორიების ოკუპაციას გააგრძელებს.

როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე კონფლიქტი „ამერიკა-ისრაელის აგრესიაა ლიბანის წინააღმდეგ“ და არა სხვისი ომი.

„წინააღმდეგობა ფარულად და მეთოდურად აღდგა და თუ შესაძლებელია, მტრის ჯარისკაცებს ტყვედ ავიყვანთ“, – დასძინა კასემმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები