ირაკლი ქადაგიშვილი: სამწუხაროა ის არათანმიმდევრულობა, რომელიც გიორგი გახარიამ გადაწყვეტილების მიღებისა და გუნდის ერთიანი საქმიანობის დროს გამოიჩინა

“სამწუხაროა ის არათანმიმდევრულობა, რომელიც გიორგი გახარიამ გადაწყვეტილების მიღებისა და გუნდის ერთიანი საქმიანობის დროს გამოიჩინა”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი გახარია და ეს ადამიანები მონაწილენი იყვნენ იმ წარმატებების თუ პრობლემებისა, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ მუშაობაში ახლდა ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში.

„სამწუხაროა ის არათანმიმდევრულობა, რომელიც გიორგი გახარიამ გადაწყვეტილების მიღებისა და გუნდის ერთიანი საქმიანობის დროს გამოიჩინა. მოსალოდნელი იყო, რომ მის მიერ გადაწყვეტილებებიდან თავის არიდება გაგრძელდებოდა იმ ადამიანებზე, რომლებიც ამ გუნდში მისი პირადი რეკომენდაციით მოხვდნენ. შესაბამისად, ეს ნაბიჯი მათი მხრიდან პროგნოზირებადიც იყო.

ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება, რა პოლიტიკურ პლატფორმაზე დადგებიან, თუმცა, ერთი რამეც უნდა ითქვას, გიორგი გახარია და ეს ადამიანები მონაწილენი იყვნენ იმ წარმატებების თუ პრობლემებისა, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ მუშაობაში ახლდა ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში. ისინი თანაზიარნი უნდა იყვნენ იმ ყველაფრისა, რაც „ქართული ოცნების“ მიერ კეთდებოდა. ვნახოთ, მათი პოზიცია როგორი იქნება. ჩვენი პოზიციები პარლამენტში არის საკმაოდ მყარი, ხელისუფლებას მყარი უმრავლესობა აქვს და ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი დღის წესრიგით მუშაობას“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა: გიორგი ხოჯევანიშვილმა, ბექა ლილუაშვილმა, ანა ბუჩუკურმა, ალექსანდრე მოწერელიამ, მიხეილ დაუშვილმა და შალვა კერესელიძემ ,,ქართული ოცნება” დატოვეს და დამოუკიდებელ დეპუტატებად განაგრძობენ მუშაობას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები