ანრი ოხანაშვილი: 2012 წლამდე ხალხი ნატრობდა, ციხეში არ მოხვედრილიყო, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში კი იმ დანაშაულებრივი სისტემის შემქმნელთაგან ერთ-ერთი ციხიდან არ გამოდის
“2012 წლამდე ხალხი ნატრობდა, ციხეში არ მოხვედრილიყო, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში კი,ლ იმ დანაშაულებრივი სისტემის შემქმნელთაგან ერთ-ერთი ციხიდან არ გამოდის”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეზე, ნიკა მელიაზეა დამოკიდებული, დარჩება საპატიმროში თუ არა.
„ნიკანორ მელიას ციხიდან გამოსვლა არ უნდა. ეს არის ფაქტი და ამას ყველა ვხედავთ. სხვა შემთხვევაში, თუ ის პატივს სცემს წესებს, რაც ყველა მოქალაქეზე ვრცელდება, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ერთი კონკრეტული მოქმედება უნდა განახორციელოს. ჩვენ ყველამ ვნახეთ პროკურატურის განცხადება, რომელიც მზად არის, განახორციელოს ქმედება, რის შედეგადაც ნიკანორ მელია პატიმრობაში არ იქნება. ამიტომ, სრულად მასზეა დამოკიდებული, დარჩება პატიმრობაში თუ არა”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.