კელი დეგნანი: მჯერა, რომ პარლამენტის არჩეული წევრები კომპრომისებზე წავლენ და მიიღებენ გადაწყვეტილებებს, რომელიც საჭიროა შეთანხმებისთვის

საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი იმედოვნებს, რომ პარტიები კომპრომისებზე წავლენ და დიალოგი გაგრძელდება.

„პარტიები აგრძელებენ მოლაპარაკებას ერთმანეთთან. ჩვენ გვინდა, რომ ეს იყოს შესაძლებელი ფასილიტაციითა  და დიალოგის გაგრძელებით. მჯერა, რომ პარლამენტის არჩეული წევრები აცნობიერებენ, რა დევს ახლა მათი ქვეყნისთვის სასწორზე და მჯერა, რომ ისინი რთულ კომპრომისებზე წავლენ და მიიღებენ გადაწყვეტილებებს, რომელიც საჭიროა შეთანხმებისთვის ძალიან მალე“, – განაცხადა დეგნანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები