ანა ნაცვლიშვილი: „ლელო“ არის ერთ-ერთი ყველაზე მეტად რესურსული ძალა, რომ სხვადასხვა, სწორი გამოსავალი შესთავაზოს საზოგადოებას

„ლელო“ არის ერთ-ერთი ყველაზე მეტად რესურსული ძალა, რომ სხვადასხვა სიტუაციებიდან სწორი გამოსავალი შესთავაზოს საზოგადოებას”, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აირაი-ს კვლევა აჩვენებს, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი სხვადასხვა ხელისუფლების დროს ძალიან ხშირად ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც საზოგადოებას აქვს.

„ეს კვლევა აჩვენებს, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი სხვადასხვა ხელისუფლების დროს ძალიან ხშირად ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც საზოგადოებას აქვს. ამიტომ, ჩემთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი სურათი, რაც ჩანს, არის არა რეიტინგები, არამედ რამდენად პოლარიზებული და კრიზისულად და დეპრესიულად განწყობილია საზოგადოება, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველას, ვისაც აღელვებს ამ ქვეყნის ბედი, დღის წესრიგში უნდა ჰქონდეს, როგორ მოაგვარებს ამ პრობლემებს. ამ ნაწილში ვფიქრობ, რომ „ლელო“ არის ერთ-ერთი ყველაზე მეტად რესურსული ძალა, რომ სწორი გამოსავალი შესთავაზოს საზოგადოებას. დანარჩენი დამოკიდებულია მუშაობაზე“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევების მიხედვით, კვირას რომ არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 35 პროცენტი „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, „ნაციონალურ მოძრაობას“ 18 პროცენტი, „ევროპულ საქართველოს“ სამი პროცენტი, „ლელოს“ ერთი პროცენტი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები