„ქართული ოცნებისა“ და „გირჩის“ წარმომადგენლების შეხვედრა იგეგმება – “თუ თანამშრომლობის სურვილი ექნებათ სხვა პარტიებსაც, ჩვენ ამისთვის მზად ვართ”

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნებისა“ და „გირჩის“ წარმომადგენლების შეხვედრა იგეგმება.

“ჩვენ ყოველთვის ღია ვართ მოლაპარაკებისა და გონივრული კომპრომისების მიღწევისათვის. ამიტომ, ამ მიმართულებით ჩვენი კარი ღია არის. ამის დადასტურებაა ის, რომ ჩვენ ძალიან პროდუქტიულად ვითანამშრომლეთ მნიშვნელოვან საკითხებთან იმ ოპოზიცურ პარტიებთან, რომლებიც ამჟამად პარლამენტში საქმიანობენ.

თუ ანალოგიური თანამშრომლობის სურვილი ექნებათ სხვა პარტიებსაც, ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ქვეყნის დემოკრატიული განვითარება არ არის ვაჭრობის საგანი. არის საკითხები, რომელთა ირგვლივაც შეთანხმება შეიძლება,” – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები