ირაკლი ქადაგიშვილი: თუ გიორგი გახარია პოლიტიკაში აქტიურად შემოვა, იქნება საკმაოდ დიდი ძალის მატარებელი და ბევრ პოლიტიკოსს გაუჩენს პრობლემას
“თუ გიორგი გახარია პოლიტიკაში აქტიურად შემოვა, იქნება საკმაოდ დიდი ძალის მატარებელი და ბევრ პოლიტიკოსს გაუჩენს პრობლემას”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, IRI-ის კვლევებითაც ნათელია ტენდენცია, რომ იმ პარტიების რეიტინგი, რომლებმაც უარი განაცხადეს თავიანთი ამომრჩევლის ნების შესრულებაზე პარლამენტში, ძალიან დაეცა.
„გიორგი გახარიას რეიტინგი საკმაოდ მაღალია და ამაში გასაკვირი არაფერი არ არის, რადგან ის მაშინ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი იყო და პრემიერმინისტრი. გარკვეულწილად, ეს მაღალი მაჩვენებელი აქედან არის განპირობებული. თუ გიორგი გახარია პოლიტიკაში აქტიურად შემოვა, იქნება საკმაოდ დიდი ძალის მატარებელი და ბევრ პოლიტიკოსს გაუჩენს პრობლემას, განსაკუთრებით, ოპოზიციურ ველზე, ესეც ნათელია, რადგან იგივე ამ კვლევებით ვხედავთ იმ ტენდენციას, რომ ის პარტიები, რომლებმაც უარი განაცხადეს თავიანთი ამომრჩევლის ნების შესრულებაზე პარლამენტში, მათი რეიტინგი ძალიან დაეცა და ბევრი მათგანის რეიტინგი საერთოდ კატასტროფულ მაჩვენებელს აჩვენებს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, პოლიტიკურ და საჯარო პირებს შორის პერსონალურ რეიტინგში პატრიარქი, გიორგი გახარია და კახა კალაძე ლიდერობენ.