Times: ბრიტანეთის რეგულატორმა AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება შესაძლოა, შეზღუდოს

ბრიტანეთის მარეგულირებელში განიხილავენ ახალგაზრდებში კომპანია AstraZeneca- ს ვაქცინის გამოყენების შეზღუდვის შესაძლებლობას თრომბის წარმოქმნის საფრთხის გამო.

ამის შესახებ The Times-ი წერს.

გასულ კვირას მარეგულირებელში განაცხადეს, რომ 24 მარტის ჩათვლით პერიოდში ქვეყანაში თრომბის წარმოქმნის 30 შემთხვევის შესახებ გახდა ცნობილი. აღინიშნებოდა, რომ დიდი ბრიტანეთის 7 მოქალაქე ვაქცინით აცრის შემდეგ თრომბის წარმოქმნის გამო გარდაიცვალა.

The Times-ის წყაროს ინფორმაციით, ბრიტანეთის მარეგულირებელში სულ უფრო იზრდება არგუმენტები ვერსიის სასარგებლოდ, რომლის თანახმადაც, “ახალგაზრდებს, 30 წლამდე ასაკის პირებს სხვა ვაქცინა შესთავაზონ”.

ამავე დროს, ქვეყნის სამედიცინო ორგანოებში განაცხადეს, რომ ჯერ არ არსებობს მონაცემები, რომლებიც მიუთითებს ვაქცინის გამოყენებასა და თრომბის წარმოქმნას შორის ურთიერთკავშირის შესახებ.

MHRA- ის ხელმძღვანელმა, ჯუნ რეინმა განაცხადა, რომ მარეგულირებელი ორგანო “აგრძელებს ძალიან იშვიათი და სპეციფიკური ტიპის თრომბოციტების გამოკვლევას AstraZeneca ვაქცინით აცრის შემდეგ”.

”მისი გამოყენების რეგულირების შესახებ გადაწყვეტილება, ჯერჯერობით, მიღებული არ არის”, – დასძინა მან.

ბრიტანეთში ვაქცინაციის კამპანიამ 2002 წლის 8 დეკემბერს დაიწყო.

დღეისათვის 31,52 -მა მილიონმა ადამიანმა მიიღო ვაქცინის პირველი დოზა, რაც სამეფოს მოსახლეობის 47% -ზე მეტსა და მოზრდილების 58% -ზე მეტს შეადგენს.

მეორე დოზით აცრილია 5,4 მილიონი ადამიანი.

ქვეყანაში გამოიყენება Pfizer- ის და AstraZeneca- ს ვაქცინები, მიმდინარე თვეში სამეფო მიიღებს Moderna-ს პრეპარატის პირველ დოზებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები