ელისო ბოლქვაძე ისრაელის ელჩს, რან გიდორს შეხვდა

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე – ელისო ბოლქვაძე ისრაელის ელჩს, რან გიდორს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს როგორც ბათუმის ფესიტივალთან დაკავშირებით, ასევე, ახალგაზრდების გაცვლითი პროგრამების თაობაზე.  განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები.

„ჩვენ განვიხილეთ ძალიან საინტერესო ახალი მიმართულებები და ვთვლი, რომ მისი აქცენტები კულტურულ ტურიზმზე არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ მიმართულებით კონკრეტულად ვიმუშავებთ. განვიხილეთ ასევე ბევრი საკითხი ბათუმის ფესტივალთან დაკავშირებით და ახალგაზრდა თაობის განათლებისა და გაცვლითი პროგრამების კუთხით”, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები