“დაუშვებელია ჟურნალისტის დადანაშაულება სიტყვების გამო” – რუსეთის ჟურნალისტთა კავშირში პოზნერთან დაკავშირებულ ინციდენტს გამოეხმაურნენ

რუსეთის ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარე, ვლადიმერ სოლოვიოვი ამბობს, რომ ჟურნალისტის დადანაშაულება მისი სიტყვების გამო დაუშვებელია.

ამის შესახებ მან “რია ნოვოსტი”-სთან საუბარში განაცხადა.

“რთულია რაიმეს გაკონტროლება, როდესაც ბრბო შეიკრიბება. და აქ რაღაც ნორმები ვერ იმუშავებს, რადგან ბრბოს შეკრების შემთხვევაში ხშირად დანაშაულებებიც ხდება. დაუშვებელია ჟურნალისტის დადანაშაულება სიტყვების გამო. მაგრამ ამ შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებს ვერ ავუხსნით, თუ როგორ უნდა მოიქცნენ”, – თქვა მან.

ვლადიმერ პოზნერმა თბილისი დაგეგმილზე ადრე მას შემდეგ დატოვა, რაც სასტუმრო “ვინოტელთან”, სადაც ის და მისი 50-მდე თანმხლები პირი ვახშმობდნენ, ხალხი შეიკრიბა და გააპროტესტა ის, რომ ჟურნალისტი საქართველოში მოქმედ ეპიდრეგულაციებს არღვევს. გარდა ამისა, ჟურნალისტს მისივე სიტყვები გაახსენეს, რომ “აფხაზეთი საქართველოს არასდროს დაუბრუნდება”. შეკრებილებმა თბილისში ჩამოსულებს ქვეყნის დატოვება მოსთხოვეს.

ტელეწამყვანი თბილისში 3 აპრილამდე გეგმავდა დარჩენას, დღეს კი მას 87 წლის იუბილე უნდა აღენიშნა, თუმცა, ქვეყანა ჩამოსვლიდან რამდენიმე საათში დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები