ეკატერინე ტიკარაძე: ამ ეტაპისთვის, დაკარგულია ვაქცინის სამ პროცენტამდე დოზა
“ამ ეტაპისთვის, დაკარგულია ვაქცინის მხოლოდ სამ პროცენტამდე დოზა, რაც 181 დოზაა”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, იმისთვის, რომ დანაკარგები მინიმუმამდე იქნას დაყვანილი, ზომები მიღებულია.
“ამ ეტაპისთვის, დაკარგულია ვაქცინის მხოლოდ სამ პროცენტამდე დოზა, ეს არის 181 დოზა. შემდგომში რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი დანაკარგი, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პოლიციისა და ჯარის ჩართულობით მოხდეს იმ სათადარიგო სიების შექმნა, რომლებიც სავარაუდო დანაკარგის დოზების აცრაში მიიღებენ მონაწილეობას”, – აღნიშნა მინისტრმა.