ირაკლი ქადაგიშვილი: აუხსნელია, რატომ ამბობენ უარს პოლიტიკური პარტიები საარჩევნო ბარიერის დაწევის პროცესში მონაწილეობაზე, ეს უფრო მათი ახირებაა, ვიდრე რაიმე პოლიტიკური ლოგიკა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, საარჩევნო ბარიერის შემცირების მიზნით საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების პროცესში მონაწილეობაზე ოპოზიციური პარტიების მხრიდან უარის თქმა პოლიტიკურად აუხსნელია და ახირებას ჰგავს.

,,საარჩევნო ბარიერის დაწევა პოლიტიკური მნიშვნელობის ცვლილებაა, რაც მომავალი პარლამენტის მრავალფეროვანებას განაპირობებს. აუხსნელია, რატომ ამბობენ უარს პოლიტიკური პარტიები საარჩევნო ბარიერის დაწევის პროცესში მონაწილეობაზე, ეს უფრო მათი ახირებაა, ვიდრე რაიმე პოლიტიკური ლოგიკა. ცოტა დამღლელია პოლიტიკური პარტიების გაუთავებელი წუწუნი და იმის ვერგაგება, თუ რა არის მთავარი. რა უნდათ, თვითონაც არ იციან – ხან ერთ საქმეს მიადგებიან, ხან მეორე პრეტენზიას, ხან მესამეს. თუ საუბარია სასამართლოსა და საარჩევნო რეფორმაზე, ყველაფერი ზედაპირზე დევს. თუ მხოლოდ პრეტენზიების გამოთქმა უნდათ, როცა ხელისუფლებაში იყვნენ, არცერთი პრეტენზია არ განუხორციელებიათ და პირიქით, ყველაფერი საპირისპიროდ გააკეთეს საქართველოში ერთპიროვნული მმართველობის სისტემის გასამყარებლად. გასარკვევია, რა არის მათი მიზანი, რადგან ჩვენი მიზანი ზედაპირზე დევს – დემოკრატიულ რეფორმებს ვახორციელებთ და 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებისთვის განსაზღვრულ დღის წესრიგს მივყვებით“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა დღეს პოლიტიკურ მხარეებთან მოლაპარაკებები დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები