ირაკლი ქადაგიშვილი: ყველა საკითხზე, რომელიც გვეხმარება, რომ უფრო დემოკრატიული გახდეს ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება, შეთანხმება მიღწეული იქნება
“ყველა საკითხზე, რომელიც გვეხმარება, რომ უფრო დემოკრატიული გახდეს ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება, შეთანხმება მიღწეული იქნება”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა უსაფუძვლოა.
„ყველა მოთხოვნაზე, რომელიც სამართლებრივ სისტემაში დევს და ყველა საკითხზე, რომელიც გვეხმარება, უფრო დემოკრატიული გახდეს ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება, იქნება შეთანხმება მიღწეული. ის თემები, რომლებსაც არანაირი სამართლებრივი და პოლიტიკური საფუძველი არ გააჩნია, შეთანხმების საგანი ვერ გახდება. სასამართლო და საარჩევნო რეფორმის მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ. უსაფუძვლოდ მოვითხოვოთ რიგგარეშე არჩევნები, რომლის უკანაც რეალურად დგას ხელისუფლების არაკონსტიტუციური გზით შეცვლის მცდელობა, ვერ იქნება აღქმული რელევანტურად ვერც ამომრჩევლის და ვერც საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.