კულტურის კომიტეტის წევრები კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, თეა წულუკიანს შეხვდნენ
კულტურის კომიტეტში კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრთან, თეა წულუკიანთან პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამუშაო შეხვედრაზე კულტურის კოდექსის, უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსების ახალი მოდელების შექმნასა და სახელოვნებო განათლების რეფორმის აუცილებლობაზე ისაუბრეს.
„კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ძალიან მჭიდრო კოორდინაციაში იქნება კულტურის კომიტეტთან. დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ ისეთი უმნიშვნელოვანესი საკითხები, როგორებიცაა უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსების ახალი მოდელების შემუშავება, კულტურის კოდექსის შექმნა, სახელოვნებო განათლების რეფორმა, რომელიც აუცილებელია და რომელიც მოითხოვს კანონმდებლობის გადახედვას. ეს იქნება ჩვენი კომიტეტისა და კულტურის სამინისტროს ერთობლივი სამუშაო მომდევნო წლებში”, – განაცხადა კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ.