თეთრი სახლი დასავლური ვაქცინების მიმართ რუსეთის დეზინფორმაციულ კამპანიას შეებრძოლება
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია აკვირდება რუსეთის სპეცსამსახურების იმ ძალისხმევას, რომელიც Moderna-სა და Pfizer-ის ვაქცინებისადმი ნდობის შემცირებას ისახავს მიზნად.
ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ პსაკიმ განაცხადა.
“ვიცით ამის შესახებ, ვაკვირდებით და პრობლემის მოსაგვარებლად ზომებს ვიღებთ”, – თქვა მან.
სახელმწიფო დეპარტამენტში 7 მარტს განაცხადეს, რომ სამი ინტერნეტ-პუბლიკაცია გამოავლინეს, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურების მიერ არის მომზადებული და რომელთა მიზანია დასავლური ვაქცინების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაა.
ჯეინ პსაკის თქმით, ეს საიტები “ვაქცინების გარდა სხვა საკითხებზეც ავრცელებენ დეზინფორმაციას, იქნება ეს Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინები, საერთაშორისო ორგანიზაციები, სამხედრო კონფლიქტები, საპროტესტო აქციები და სხვა თემები”.
“ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტით შევებრძოლებით დეზინფორმაციას. ვიცით, როგორ მუშაობს რუსეთის სპეცსამსახურების ტაქტიკა”, – თქვა მან და დასძინა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ყოველთვის გაიმეორებს, რომ “ვაქცინები უსაფრთხოა”.