“როგორ შეუცვლია გაქცეულ პრეზიდენტს 10 წელიწადში დამოკიდებულება ნამახვასჰესთან და საქართველოს ბუნებასთან მიმართებაში” – ვლადიმერ ბოჟაძე
„ჰესები გვჭირდება, ეს აუცილებელია ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის, ასევე გვჭირდება კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია და ჩართულობა ნამახვასჰესთან დაკავშირებით”, – ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე ქუთაისში გამართულ აქციას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„დღეს ქუთაისის აქციამ დაადასტურა რომ ხალხი რეალურ პრობლემებს აპროტესტებს და არა გამოგონილს, ხალხი თავად წყვეტს რა გააპროტესტოს და ვის გვერდით დადგეს (იმედია ოპოზიცია დასკვნებს გააკეთებს). ჰესები გვჭირდება, ეს აუცილებელია ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის, ასევე გვჭირდება კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია და ჩართულობა ნამახვასჰესთან დაკავშირებით. როგორ შეუცვლია გაქცეულ პრეზიდენტს 10 წელიწადში დამოკიდებულება ნამახვასჰესთან და საქართველოს ბუნებასთან მიმართებაში”, – წერს ბოჟაძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.