იმერეთში, ქუთაისი-სამტრედიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, “ტოიოტას” მარკის ავტომობილს სამარშუტო ტაქსი დაეჯახა.
თვითმხილველებოს თქმით, მსუბუქი ავტომობილი ბენზინგასამართი სადგურიდან გადიოდა, ცუდი ხილვადობის გამო, მომავალი ავტომობილი ვერ შენიშნა და დაეჯახა. ავტომობილის მძღოლი, 25 წლამდე მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. სამარშუტო ტაქსში მყოფი ორი ადამიანი კი დაზიანებებით საავამდყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები, დაწყებულია გამოძიება.