საქართველოში შვედეთის ელჩი: ყველა მხარემ ერთნაირი სულისკვეთებით უნდა იმოქმედოს, მშვიდობიანად იმუშაოს დემოკრატიის განმტკიცებისა და ევროპული ინტეგრაციის გასაგრძელებლად

„1921 წლის კონსტიტუცია იყო საკვანძო მომენტი საქართველოს ერთიანობისთვის, დემოკრატიისთვის და ევროპული ღირებულებებისთვის”,- ამის შესახებ საქართველოში შვედეთის ელჩი, ულრიკ ტიდესტრომი კონსტიტუციის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით „ტვიტერში“ წერს.

ულრიკ ტიდესტრომი საქართველოში ყველა მხარეს ერთიანი სულისკვეთებით მოქმედებისკენ და დემოკრატიის გასაძლიერებლად, ასევე ევროინტეგრაციის გასაგრძელებლად ერთობლივი მუშაობისკენ მოუწოდებს.

„1921 წლის კონსტიტუცია იყო საკვანძო მომენტი საქართველოს ერთიანობისთვის, დემოკრატიისთვის და ევროპული ღირებულებებისთვის. დღეს, როდესაც საქართველოსთან ერთად ვზეიმობთ, დაე, ყველა მხარემ იმოქმედოს ერთიანი სულისკვეთებით და მშვიდობიანად იმუშაოს ერთად დემოკრატიის გასაძლიერებლად, ევროპული ინტეგრაციის გასაგრძელებლად. შვედეთი მხარდაჭერას განაგრძობს“, – წერს საქართველოში შვედეთის ელჩი ულრიკ ტიდესტრომი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები