პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ხუთი პირი დააკავეს
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 5 აქტივისტი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია “კვირას” შსს-ში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, აქციის მონაწილეები 173-ე მუხლით არიან დაკავებულები.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც პარლამენტთან კარვის გაშლა სცადეს.
მათივე თქმით, მათ აქვთ კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, რომ ამ ფორმით გამოხატონ საკუთარი პროტესტი და გაშალონ კარავი, რის უფლებასაც სამართალდამცველები არ აძლევენ.