ამსტერდამში ანა ფრანკის სათამაშოები აღმოაჩინეს

 ამსტერდამში ებრაელი გოგონას, ანა ფრანკის დღემდე უცნობი სათამაშოები აღმოაჩინეს. ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკში დაღუპული გოგონას ნივთები, როტერდამის გამოფენაზე უკვე გამოიტანეს, – წერს,, ნიუ-იორკ თამსი“.
ანა ფრანკის კუთვნილი მინის ბურთებიანი ყუთი, მისმა 83 წლის მეზობელმა ტოშე კიუპერსმა გამოაჩინა. აღმოჩნდა, რომ 1942 წელს, როცა ებრაელი გოგონას ოჯახი ნაცისტებისგან თავდასაღწევად საიდუმლო თავშესაფარში გადასასვლელად ემზადებოდა, სათამაშოები ანა ფრანკმა მეზობელს თავად გადასცა.  ტოშე კიუპერსი სათამაშო ყუთს მრავალი წლის განმავლობაში ინახავდა და ვერც კი ხვდებოდა, რამდენად ღირებული იყო ის.
აღსანიშნავია, რომ ებრაელი გოგონას მეზობელმა ანა ფრანკის ნივთები მუზეუმს 2009 წელსაც გადასცა. მაშინ 
მუზეუმის თანამშრომლებმა კიუპერისგან ინტერვიუ აიღეს და გაარკვიეს, რომ მას გოგონას ნაჩუქარი სათამაშო ჩაის სერვისი და წიგნი ჰქონდა შენახული.
შეგახსენებთ, რომ ომის დროს, 1942 წელს ანა ფრანკის ოჯახი თავშესაფარში იმალებოდა, სადაც 1944 წლამდე, ანუ მანამდე იცხოვრა, სანამ მათ აღმოაჩენდნენ და დააპატიმრებდნენ. ანა ფრანკი და მისი და საკონცენტრაციო ბანაკში დაიღუპნენ. ოჯახის მეგობრებმა 13- 15 წლის გოგონას მიერ დაწერილი დღიურები შემოინახეს, რომელიც შემდეგ მსოფლიოს 65 ენაზე ითარგმნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები