გურამ მაჭარაშვილი: ნიკა მელია გირაოს საკითხს იყენებს პოლიტიკური სპეკულაციებისთვის, მისი ამოცანაა, რაღაცნაირად „გმირი“ გახდეს

“ნიკა მელიას აქვს გადაწყვეტილება მისაღები, მას უნდა კანონი დაარღვიოს და იძულებული გახდეს, პროკურატურა პარლამენტს მიმართოს, თუ არ სურს ეს”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა მელია ამ საკითხს იყენებს პოლიტიკური სპეკულაციებისთვის.

„ნიკა მელია პარლამენტის წევრია და პროცედურულად მთავარი პროკურატურამ პარლამენტს უნდა მიმართოს იმისათვის, რომ იმსჯელოს – უნდა შეუჩერდეს თუ არა იმუნიტეტი, რომ საშუალება ჰქონდეს საგამოძიებო ორგანოს, მიმართოს სასამართლოს აღმკვეთი ღონისძიების ფორმის შეცვლაზე. ჯერ კიდევ არის ვადა. ეს ის შემთხვევაა, როცა ნიკა მელიას აქვს გადაწყვეტილება მისაღები, მას უნდა – კანონი დაარღვიოს და იძულებული გახდეს, პროკურატურა პარლამენტს მიმართოს, თუ არ სურს ეს. აქ არის პოლიტიკური მდგენელი. სამწუხაროდ, ნიკა მელია ამ საკითხს იყენებს პოლიტიკური სპეკულაციებისთვის. მისი ამოცანაა, რაღაცნაირად „გმირი“ გახდეს, რაც არ გამოუვა, მაგრამ პოლიტიკურ სპეკულაციებს მიმართავს. მგონია, რომ რაღაც არხებით გირაოს გადაიხდის. სპეკულირება იმაზე, რომ თუ გადახდა მოხდება, ეს იქნება პროკურატურის ან ხელისუფლების მხრიდან“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები