სხვანაირი შარლ დე გოლი – გენერლის საოცარი ურთიერთობა საკუთარ ქალიშვილთან

ფოტოზე, რომელიც 1933 წელსაა გადაღებული, შარლ დე გოლი საკუთარ ქალიშვილთან, ანასთან ერთად სანაპიროზე იმყოფება.

ცნობილი გენერალი, რომელიც მკაცრი პოლიტიკოსი გახლდათ, ძალიან გულჩვილი და ბედნიერი მამა ანასი, დაუნის სინდრომის მქონე გოგონასი. საკუთარი ქალიშვილისადმი მისმა სიყვარულმა შეცვალა საფრანგეთის სახელმწიფოს დამოკიდებულება იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც მენტალური დარღვევები ჰქონდათ.

ცოლ-ქმარ დე გოლებს უკვე ორი შვილი, ფილიპი და ელიზაბეთი ჰყავდათ, როდესაც 1928 წლის პირველ იანვარს მათი ქალიშვილი ანნა გაჩნდა. როდესაც დე გოლს დაურეკეს, რომ მეუღლესთან შესულიყო, ის მაშინვე მიხვდა, რომ რაღაც რიგზე არ იყო. „ბავშვი ცოცხალია?“,- ჰკითხა მან მედდას. მედდამ კი ჩუმად გაუწოდა საბანში გახვეული ჩვილი. შარლმა დიდი სიფრთხილით აიყვანა ქალიშვილი ხელში და თვალებით მეუღლეს გახედა.

„ჩვენ მას ანას დავარქმევთ“,- თქვა დე გოლმა.

პირველი დიაგნოზი, რაც დე გოლების ოჯახმა ექიმებისგან მოისმინა, ასე ჟღერდა: „მკურნალობა შეუძლებელია, გოგონა ვერასდროს შეძლებს სამიოდე სიტყვის თქმასაც, ვერ შეძლებს ჭამას დახმარების გარეშე.  მხედველობის დაქვეითების გამო, კიბეზე ასვლა-ჩამოსვლასაც ვერ შეძლებს“.

მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების შესახებ არსებული საზოგადოებრივი აზრი ჰუმანურობით არ გამოირჩეოდა, გენერალს და მის მეუღლეს არასდროს უფიქრიათ ანას შესაბამის დაწესებულებაში ჩაბარება.

აქამდე არასდროს არავის უნახავს შარლი მომღიმარი. გენერალი ასე არასდროს იქცეოდა უფროს ვაჟთან, ფილიპთან და არც შუათანა ქალიშვილთან, ელიზაბეტთან. პატარა ანას კი, ის ხან საბავშვო სიმღერას და ხანაც სამხედრო მარშს უმღეროდა.

„როგორც კი ანას ტირილს გაიგონებდა, იმ წამს ანებებდა საქმეს თავს და მასთან მიიჩქაროდა, იყვანდა ხელში და არწევდა. ის უმღეროდა. შარლ დე გოლი სრულიად სხვა ადამიანი გახდა“. – წერდა მისი ბიოგრაფი.

დე გოლს მკაცრი ხასიათი ჰქონდა, რომელიც ომმა ჩამოუყალიბა. მისი თანამედროვეები მას აღწერენ, როგორც მამაკაცურს. თითქოს, მასში ყოველთვის სიმარტოვე შეიგრძნობოდა… მაგრამ, თუკი ანა მასთან იყო, ის მართლაც სხვა ადამიანი ხდებოდა. მათი ურთიერთობა დიდი სისათუთით გამოირჩეოდა. გენერალი ძალიან ერთგული იყო საკუთარი ქალიშვილის.

სამხედრო ნაწილში წასვლის წინ შარლი, პირველ რიგში, ქალიშვილის ოთახში მიდიოდა, მას კალთაში ისვამდა, კოცნიდა და მის ჩაცმულობას აქებდა. გოგონას მისი თავსაბურავით თამაში უყვარდა და მამის ხელებში დაძინებაც. ამბობენ, რომ ერთადერთი სიტყვა, რასაც ანა გამოკვეთილად ამბობდა, ეს იყო „მამა“. დიასახლისი, რომელიც მათ სახლში მუშაობდა, ხედავდა, თუ როგორც დაღოღავდა იატაკზე გენერალი ქალიშვილთან თამაშისას.

როდესაც ანა 20 წლის გახდა, გრიპით დაავადდა, შემდეგ ბრონქიტით და უკვე ერთი თვის შემდეგ გარდაიცვალა. დასაფლავებაზე გენერალმა თავის მეგობარს უთხრა:

„ამ გოგონაში რაღაც განსაკუთრებული, მიმზიდველი იყო. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ არა ეს დაავადება, ის გამოჩენილი ადამიანი გახდებოდა. ახლა კი ის ისეთია, როგორც ყველა“.

შარლ დე გოლი შვილს სიკვდილის მერეც არ განშორებია და ანას ფოტოს ყოველთვის გულის ჯიბით ატარებდა. გენერალი ირწმუნებოდა, რომ ერთხელ შვილის ფოტომ მისი სიცოცხლე იხსნა: 1662 წელს ესროლეს და ტყვია ფოტოს ჩარჩოს მოხვდა.

ომის შემდეგ დე გოლმა და მისმა მეუღლემ დააარსეს ანა დე გოლის სახელობის ფონდი გოგონებისთვის, რომელთაც მენტალური დარღვევები ჰქონდათ. ეს ფონდი დღესაც ფუნქციონირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები