არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთიანი ახალგაზრდობა საქართველოსთვის“ 31 იანვარს 15:00 საათზე პარლამენტის წინ აქცია პერფორმანსს გამართავს
არასამთავრობო ორგანიზაცია „ ერთიანი ახალგაზრდობა საქართველოსთვის“ 31 იანვარს 15:00 საათზე პარლამენტის წინ აქცია პერფორმანსს სახელწოდებით „პანდემია-შიმშილით სიკვდილის ზღვარზე“ გამართავს. ამის შესახებ ორგანიზაცია იტყობინება.
„ორგანიზაცია უკვე ერთი თვეა, აპროტესტებს პანდემიის დროს მთავრობის მიერ მიღებულ რეგულაციებს, რომელმაც მოქალაქეები და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები უმძიმეს ეკონომიკურ მდგომარეობაში ჩააყენა. ერთადერთი გამოსავალი მასშტაბური და საყოველთაო პროტესტია, ხელისუფლებამ უნდა მოხსნას ზემოთ ხსენებული რეგულაციები.
დაგეგმილი პერფორმანსის მთავარი გზავნილია, კოვიდ 19-ის შედეგად შექმნილი მძიმე და მასობრივი შიმშილის დემონსტრირება.
ჩვენი გუნდის მიზანია, მმართველ ძალას დავანახოთ ის რეალური ყოფა, რომელშიც უწევთ არსებობა ჩვენს თანამოქალაქეებს.
აქციას შემოუერთდებიან გუნდის მხარდამჭერები, მინიმუმ 50 ადამიანი,”- ნათქვამია განცხადებააში.