ტელევიზორი განრიგით და ვარჯიში სამსახურში – 5 „ტრადიცია“ საბჭოთა კავშირიდან
საბჭოთა კავშირში ბევრი უცნაური „ტრადიცია“ არსებობდა. ზოგი დღეს ცალსახად განკიცხვის საგანია, ზოგსაც კი, ადამიანები დღემდე ღიმილიანი სახით იხსენებენ. გთავაზობთ რამდენიმე პოპულარულ „ტრადიციას“ არც თუ ისე შორეული წარსულიდან:
ტელევიზორის ყურება განრიგით
საბჭოთა ბავშვებმა არ იცოდნენ, რა იყო პლანშეტი და ნოუთბუქი. მულტფილმებთან წვდომა მათ მხოლოდ მშობლის მიერ განსაზღვრულ დროს ჰქონდათ. ძირითადად, დიდებიც განრიგით უყურებდნენ ტელევიზორს – ისინი თვალის ჩინივით უფრთხილდებოდნენ TV-პროგრამის გაზეთს.
შუშის შეგროვება და ჩაბარება
იმ დროინდელ ოჯახებს კარგი ჩვევა ჰქონდათ, ისინი აგროვებდნენ და აბარებდნენ შუშის ბოთლებს. თითქმის ყველა სახლში საკუთარი სამალავი იყო ლიმონათის და რძის ცარიელი ბოთლებით. თვის ბოლოს მათ თავს მოუყრიდნენ და ახლომდებარე მიმღებ პუნქტში მიჰქონდათ, სამაგიეროდ კი, ცოტა ფულს იღებდნენ. ეს ფული საკმარისი იყო გემრიელი ნაყინის საყიდლად.
საზოგადოებრივი შრომა
საბჭოთა კავშირში ზარმაცი ადამიანები არ არსებობდნენ. ყველა, დიდი თუ პატარა, საზოგადოებისათვის შრომობდა, იქნებოდა ეს შაბათობა თუ რაიონში მოსავლის ასაღებად წასვლა… მაშინ ხალს ეს მძიმე შრომად მიაჩნდა, მაგრამ ახლა ამ ყველაფერს ღიმილიანი სახით იხსენებენ.
მაკულატურის შეგროვება
მაკულატურის შეგროვება საბჭოთა სკოლის მოსწავლეების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი საქმიანობა იყოს. ეს სამ თვეში ერთხელ ტარდებოდა. ამ დღეს მოსწავლეები უსარგებლო ქაღალდის, გაზეთებისა და წიგნებზე „სანადიროდ“ მიდიოდნენ. ბევრი თავადაც ელოდებოდა, როდის გამოივლიდა ვინმე, რომ კოხტად გადახვეული გაზეთების დასტა წაეღო.
ვარჯიში
საბჭოთა კავშირში ვარჯიშით ყველა კავდებოდა, დაწყებული საბავშვო ბაღიდან, დამთავრებული ქარხნის თანამშრომლებით. ყველა საწარმოში, ყველა დაწესებულებაში ვარჯიშისთვის გამოყოფილი დრო არსებობდა. ისინი მონოტონურ სამუშაოს დროებით თავს ანებებდნენ, მხნევდებოდნენ და სხეული ტონუსში მოჰყავდათ.