სერგო ჩიხლაძე: შეუძლებელია ასეთი არაგონივრული შეზღუდვების არსებობა და გაგრძელება

“შეუძლებელია ასეთი არაპროპორციული, არაგონივრული შეზღუდვების არსებობა და გაგრძელება”, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა, სერგო ჩიხლაძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა, სადაც მოქალაქეები კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული რეგულაციების მოხსნას ითხოვენ.

მისივე თქმით, აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს აქვთ კონკრეტული მოსაზრებები, თუ როგორ უნდა გაიხსნას ქვეყანა.

„აქციის მიზანია არაგონივრული შეზღუდვების მოხსნა ეტაპობრივად, კი ბატონო, გარკვეული რეგულაციების შენარჩუნებით, მაგრამ შეუძლებელია ასეთი არაპროპორციული, არაგონივრული შეზღუდვების არსებობა და გაგრძელება უვადოდ. ამას ეძღვნება დღევანდელი პროტესტი. მე, როგორც სპეციალისტი, ვემხრობი და კონკრეტული მოწოდებები და გეგმებიც გვაქვს, როგორ უნდა გაიხსნას ქვეყანა, ასე რომ, ვუერთდები ამ პროტესტს”, –  განაცხადა ჩიხლაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები