აშშ-ში უმუშევრობის მაჩვენებელი, გასულ კვირას, 900 ათასით გაიზარდა
აშშ-ში ბოლო კვირაში, დამატებით კიდევ 900 ათასმა ადამიანმა შეავსო აპლიკაცია უმუშევართა დახმარების მოთხოვნით, რასაც წინ უძღოდა 926 ათასი აპლიკაცია.
ამერიკის შრომითი დეპარტამენტის განცხადებით, რეგულარულად 423 734 ამერიკელი აკეთებს მიმართვას პანდემიის პერიოდში დახმარებისთვის.
2020 წელს, ჯამში 21%-ით შემცირდა ბარებისა და რესტორნების შემოსავლები. ეკონომიკა დღეს რთულ მდგომარეობაშია და საცალო ვაჭრობა ბოლო სამი თვის განმავლობაში შემცირდა. შესაბამისად, მილიონობით ამერიკული ოჯახის გაჭირვება გამოიწვია პანდემიის დროს დრამატულად შემცირებულმა სამუშაო ადგილებმა.
ექსპერტების აზრით, პანდემიის მეორე ტალღის პირობებში კიდევ უფრო გაიზარდა უმუშევრობის მაჩვენებელი, განსაკუთრებით დეკემბრის თვეში.
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, კორონავირუსის ინფექციით გარდაცვალების მაჩვენებელი, დიდი ალბათობით, 600 ათასს გადააჭარბებს. კოვიდ გარდაცვალების დღევანდელი მაჩვენებელი 400 ათასზე მეტია.