“ბუკნარში არსებული დაპირისპირება გვაჩვენებს, რომ ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც პროვოკატორი, რომელსაც უნდა, რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს მსგავსი უთანხმოება” – ზურაბ ნასარაია

“დღეს ეს თემა საბოლოოდ უნდა დასრულდეს და მოსახლეობამ გააგრძელოს მშვიდ გარემოში ცხოვრება”, – ამის შესახებ სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის რეგიონში, ზურაბ ნასარაიამ სოფელ ბუკნარში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ზურაბ ნასარაია აღნიშნავს, სოფელში კონფლიქტი სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო.

„დაპირისპირება გვაჩვენებს, რომ ყოველთვის ვიღაც პროვოკატორი გამოჩნდება, რომელსაც უნდა, რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს მსგავსი უთანხმოება, თუმცა, ჩვენ ყველა, მოსახლეობა და ხელისუფლება იმიტომ ვართ შეკრებილნი, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ეს გაუგებრობა, რომელიც, ძირითადად, წამოწყებულია სოციალური ქსელით. ახალგაზრდების გაუფრთხილებელმა სხვადასხვა მიმოწერამ საზოგადოებაში განხეთქილება შექმნა. ამიტომ, დღეს ეს თემა უნდა დასრულდეს საბოლოოდ და მოსახლეობამ განაგრძოს ცხოვრება მშვიდ გარემოში“, – განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.

ცნობისთვის, ამ წუთებში სოფელ ბუკნარში, მუსლიმთა სამლოცველოში პარასკევის ტრადიციული ლოცვა დაიწყო.  დღესვე იგეგმება ქრისტიანი და მუსლიმი თემის, ასევე, ხელისუფლების წარმომადგენლების ერთმანეთთან შეხვედრა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები