“იქ, სადაც იქნება ელემენტარული მცდელობა, რელიგიურ ნიადაგზე ჩვენს მოქალაქეებს შორის დაპირისპირების პროვოცირება მოხდეს, სახელმწიფო იმოქმედებს უმკაცრესად” – გიორგი გახარია – ბუკნარის მოვლენებზე

“მინდა, გამოვეხმაურო სოფელ ბუკნარში მომხდარ ინცინდენტს. რელიგიური მრავალფეროვნება ჩევენი ისტორიული ფაქტია, ჩვენი სიმდიდრეა. ეს არის ის, თუ როგორ ვაშენებდით საუკუნეების განმავლობაში ჩვენს სახელმწიფოს”, – ამის შესახებ პრემირმინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს მთავრობა იყო და იქნება გარანტი თითოეული მოქალაქისთვის კონსტიტუციური უფლებების შესრულებისთვის და ჩვენ არავის არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ მათი უფლებები იყოს შეზღუდული, ასევე, არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ უკანონო ქმედებებით, რაიმე სახის პროვოცირება გაუწიოს, რელიგიურ ნიადაგზე ჩვენს მოქალაქეებს შორის დაპირისპირებას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს დავალება, რომ იქ, სადაც იქნება ელემენტარული მცდელობა, რელიგიურ ნიადგაზე ჩვენს მოქალქეებს შორის დაპირისპირების პროვოცირება მოხდეს, სახელმწიფო და შინაგან საქმეთა სამინისტრო იმოქმედებს უმკაცრესად”  – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები