Reuters: ჩინური ვაქცინა მხოლოდ ნახევრად არის ეფექტური

ბრაზილიაში ჩინური მწარმოებლის, SinoVac Biotech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ცდების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნეს, რომლებიც პრეპარატის დაბალ ეფექტურობაზე მიუთითებს.

Reuters ცდების შედეგებთან გაცნობილ ორ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ “სინოვაკი” კოვიდს მხოლოდ 60%-ზე ნაკლები ეფექტურობით ამარცხებს.

ამასთან, სან-პაულუს ბუტანტანის ბიოსამედიცინო ცენტრის წარმომადგენლები აღნიშნულ ინფორმაციას “სპეკულაციას” უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ ოფიციალური შედეგები უახლოეს საათებში დაიდება.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ ვაქცინამ 50%-ანი ზღვარი მაინც გადალახა, რაც ჯანმო-ს მიერ არის დადგენილი მასობრივი ვაქცინაციის დაწყებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები