ჯანდაცვის ექსპერტების ცნობით, გაერთიანებული სამეფო პანდემიის ყველაზე საშიშ და კრიტიკულ ფაზაში იმყოფება; FSB-ის კვლევის თანახმად, დამატებითი დახმარებების გარეშე ბიზნესები სერიოზული პრობლემების წინაშე დადგებიან

24 საათში გაერთიანებულ სამეფოში საავადმყოფოებში გარდაცვლილთა რაოდენობამ 524 შემთხვევა შეადგინა, რაც კრიტიკულად მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს, – ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
აღნიშნულია, რომ, ჯანდაცვის ექსპერტების ცნობით, გაერთიანებული სამეფო პანდემიის ყველაზე საშიშ და კრიტიკულ ფაზაში იმყოფება
დიდი ბრიტანეთის პრემიერის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში უკვე მოქმედებს რიგით მესამე „ლო,დაუნი“, თუ დადგა ამის საჭიროება, კოვიდრეგულაციები კიდევ უფრო გამკაცრდება.
„ჩვენ მუდმივად განვიხილავთ რეგულაციებს და სადაც საჭიროება მოითხოვს, გავამკაცრებთ. თუმცა, ქვეყანაში უკვე მოქმედებს არაერთი შეზღუდვა, რომელთა დაცვის შემთხვევაში, ეპიდსიტუაცია იქნება ძალიან განსხვავებული. აუცილებელია, ადამიანებმა გაითვალისწინონ წესები და ყველგან იფიქრონ ეპიდემიის გავრცელების შეკავებაზე“, – განაცხადა პრემიერმა.

უცხოური მედიის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის მთავარმა სამედიცინო ოფიცერმა განაცხადა, რომ მომდევნო რამდენიმე კვირა იქნება ყველა მძიმე, პანდემიის დაწყების დღიდან. მან საზოგადოებას მოუწოდა, შეამცირონ კონტაქტები, არ დაელოდონ მთავრობის მითითებებს და თავად იზრუნონ რეგულაციების სათანადოდ დაცვაზე.
„დღევანდელი მონაცემებით, ლონდონში ყოველი 30 ადამიანიდან 1 ინფიცირებულია, ხოლო ქვეყნის მასშტაბით 50-დან 1. ეს არის სერიოზული პრობლემა, რადგან ინფიცირების მაჩვენებელი, ინგლისის მასშტაბით, მზარდია, სიტუაცია კი ახალი შტამის პირობებში კიდევ უფრო დამძიმდა“, – განაცხადა სამედიცინო ოფიცერმა.
მისივე ინფორმაციით, ინგლისში გაიხსნა ვაქცინაციის რამდენიმე პუნქტი სხვადასხვა ქალაქში, თუმცა, რამდენიმე კვირაა საჭირო, რომ ქვეყანაში შესამჩნევი გახდეს ვაქცინაციის ეფექტი.
უცხოური მედიის განცხადებით, ეპიდსიტუაციის ფონზე აღსანიშნავია ეკონომიკური კრიზისი და ვარდნა დიდ ბრიტანეთში.
„დიდი ბრიტანეთის მცირე ბიზნესების ფედერაციამ (FSB) გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვითაც, დამატებითი დახმარებების გარეშე ბიზნესები დადგებიან სერიოზული პრობლემების წინაშე. პანდემიის გამოწვევებს თან ერთვის ბრექსიტის გამოწვევები და ევროკავშირთან ახალი სავაჭრო რეგულაციები, რის შედეგადაც ხუთი ფირმიდან ერთმა, 2020 წლის ბოლოს შეამცირა სამუშაო ადგილები, ხოლო შვიდიდან ერთი მომდევნო თვეებში პროგნოზირებს იმავე პროცესებს. უნდა აღინიშნოს, რომ გაზრდილია დაბალი მოგების მოლოდინი და შეადგენს 58%-ს”, – წერს უცხოური მედია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები