ილია მეორე: ყოველთვის მთელი გულით ვემსახურებოდი და ვემსახურები უფალსა და სამშობლოს და მაძლიერებს თქვენი სულიერი თანადგომა
„ყოველთვის მთელი გულით ვემსახურებოდი და ვემსახურები უფალსა და სამშობლოს და მაძლიერებს თქვენი სულიერი თანადგომა“, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე სამადლობელ წერილში აცხადებს.
პატრიარქი დაბადების დღის მილოცვისთვის ყველას მადლობას უხდის.
„მინდა, ყველას დიდი მადლობა გადავუხადო როგორც ინტრონიზაციის, ისე – დაბადების დღის მოლოცვისთვის. რა თქმა უნდა, მაცხოვარი იქნება პირუთვნელი მსაჯული იმისა, რა და როგორ გაკეთდა, მაგრამ ერთი კია – ძალისამებრ ჩემისა, ყოველთვის მთელი გულით ვემსახურებოდი და ვემსახურები უფალსა და სამშობლოს და მაძლიერებს თქვენი სულიერი თანადგომა. უფალმა დაგლოცოთ და გაგახაროთ, ღმერთმა გიწინამძღვროთ ყოველ კეთილ საქმეში“, – ნათქვამია პატრიარქის სამადლობელ წერილში.
ცნობისთვის, 4 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს 88 წელი შეუსრულდა.