ეკატერინე ტიკარაძე: საქართველომ კოვიდ 19-ის ვაქცინისთვის უკვე 16 000 000 ლარი გადარიცხა
„საქართველომ კოვიდ 19-ის ვაქცინისთვის უკვე 16 000 000 ლარი გადარიცხა”, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ 2020 წლის ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველომ მოსახლეობის 20%-ის იმუნიზაციისთვის საჭირო ვაქცინების დროულად მოწოდების უფლება მიიღო.
„სექტემბერში სამინისტრომ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა. COVAX ფონდთან გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს დახმარებას COVID-19-ის ვაქცინის შესყიდვისთვის. ამ მიზნით უკვე გადაირიცხა 16 000 000 ლარი, რითაც საქართველომ მოსახლეობის 20%-ის იმუნიზაციისთვის საჭირო ვაქცინების დროულად მოწოდების უფლება მიიღო. ვაქცინაციის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, უკვე შეიქმნა შესაბამისი უწყებათაშორისი კომიტეტი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.