დეკანოზ ბასილ კვირჩილაძეს მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა
შემოქმედის ეპარქიის მღვდელმსახურს, დეკანოზ ბასილ კვირჩილაძეს მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულის მიზეზად, როგორც ცნობილია, “მორალურ-ზნეობრივი” დარღვევები სახელდება.
“შემოქმედის ეპარქიიდან გვაცნობეს, რომ ეპარქიის მღვდელმსახურს, დეკანოზ ბასილ კვირჩილაძეს შეუჩერდა მღვდელმოქმედების უფლება.
ჩვენი ინფორმაციით, დეკანოზი ბასილი 2019 წლის ბოლოს სამკურნალოდ წავიდა საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგში. წასვლიდან რანდენიმე თვეში შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) იგი გაათავისუფლა ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვრობიდან, ვინაიდან რამდენიმე თვის განმავლობაში არ დაბრუნდა საქართველოში.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, ამა წლის 18 დეკემბერს შემოქმედის ეპარქიის სამღვდელოების კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით, დეკანოზ ბასილ კვირჩილაძეს შეუჩერდა მღვდელმსახურების უფლება. კრების ოქმის თანახმად, მღვდელმსახურების შეჩერების მიზეზი “მორალურ-ზნეობრივი” დარღვევებია”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.