“ჩვენ ვაშენებთ ევროპულ სახელმწიფოს, რაც, პირველ ყოვლისა, არის ძალიან ძლიერი, თავისუფალი კერძო ბიზნესი”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
მისი თქმით, ყველა რეფორმა, რომელსაც ხელისუფლება ამ დრომდე ახორციელებდა და მომავალშიც განახორციელებს, კერძო ბიზნესისა და ეკონომიკის გაძლიერებას ემსახურება.
„ჩვენ ვაშენებთ ევროპულ სახელმწიფოს, რაც, პირველ ყოვლისა, არის ძალიან ძლიერი, თავისუფალი კერძო ბიზნესი. ყველა ჩვენი რეფორმა, რაც დღემდე განგვიხორციელებია და რასაც უახლოეს 4 წელიწადში განვახორციელებთ, მათ შორის, ეკონომიკის სფეროში, ემსახურება სწორედ იმას, რომ კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ კერძო ბიზნესი, გავხადოთ ის სოციალურად პასუხისმგებლიანი და მთავარი მამოძრავებელი ძალა ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესში კოვიდის პერიოდში. ძალიან დატვირთული, რეფორმატორული დღის წესრიგი გვაქვს. კერძოდ, ეკონომიკის ნაწილში ძალიან ბევრი რეფორმა მიმდინარეობს და ბევრი იგეგმება, იგივე კაპიტალის ბაზრის რეფორმა, რომელიც მეტ ინვესტორსა და მეტ ინვესტიციას მოგვიტანს“, – განაცხადა თურნავამ.