აჭარის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულთა კლების ტენდენცია ნარჩუნდება – ბოლო 24 საათში, 139 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში რეგიონში 1 278 ტესტის კვლევის შედეგად გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 139 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 291 პაციენტი.

რეგიონში ნარჩუნდება ვირუსით ინფიცირებულთა კლების ტენდენცია. კლინიკებში დღეისთვის იმყოფება 629 პაციენტი, კოვიდსასტუმროებში – 673, ბინაზე კი, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობს 1 965 ინფიცირებული.

კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში მართვით სუნთქვაზე 41 პაციენტია.

კლინიკები დღეს 69 გამოჯანმრთელებულმა დატოვა, საერთო ჯამში „კოვიდ-19“ რეგიონში უკვე დაამარცხა 29 296-მა ინფიცირებულმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები