კორონავირუსის ახალი შტამი ბრაზილიაშიც გამოვლინდა
COVID-19-ის ახალი შტამი რიო დე ჟანეიროს შტატში გამოვლინდა.
ინფორმაციას ბრაზილიური ტელეარხი – O Globo ეროვნულ ლაბორატორიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, როგორც აღინიშნება, მეცნიერებს ჯერ არ აქვთ იმის მტკიცებულება, რომ ახალი მუტაცია მეტად აგრესიული ან სახიფათო იყოს.
გასულ კვირას კოვიდ19-ის ახალი შტამი პირველად ბრიტანეთში გამოვლინდა, შემდეგ ის იტალიაში, დანიაში, ნიდერლანდებში, გიბრალტარში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასა და ავსტრალიაშიც დადასტურდა.
ამ ფაქტთან დაკავშირებით 40-ზე მეტმა ქვეყანამ ბრიტანეტთან საჰაერო მიმოსვლა შეაჩერა, ზოგ ქვეყანაში კი ბრიტანეთიდან ჩასული მგზავრებისთვის სავალდებულო კარანტინი დაწესდა, მათ შორის, საქართველოშიც.
ბრაზილია კორონავირუსით ინფიცირების მსოფლიო სტატისტიკაში ინფიცირების მაჩვენებლით მესამე, ხოლო სიკვდილიანობით მეორე ადგილს იკავებს.
პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში ინფიცირების 7,3 მილიონზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, ვირუსს 188 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.