აგლაძის ქუჩის N39-ში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

დიდუბის რაიონის გამგეობა, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით, რაიონის მასშტაბით, სპორტული მოედნების რეაბილიტაციას განაგრძობს.
ამ ეტაპზე, სამუშაოები აგლაძის ქუჩის N39-ში მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ტერიტორია მავთულბადით შემოისაზღვრება და რკინის კარკასი შეიკვრება, ასევე მოეწყობა კალათბურთის ფარი და ფეხბურთის კარი.
სამუშაოებს შპს „პებე“, 33 000 ლარის ღირებულების ფარგლებში ასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები