ესპანეთში მოხუცთა თავშესაფრებში კოვიდ 19-ით გარდაცვლილთა შემთხვევებს გამოიძიებენ
ესპანეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში მოხუცთა თავშესაფრებში კორონავირუსით გარდაცვლილთა შემთხვევებს, ასევე, სამედიცინო პერსონალში დამცავი საშუალებების არარსებობის ფაქტებს გამოიძიებენ.
El Pais-ის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემით, ესპანეთში მოხუცთა თავშესაფრებში კოვიდ19-ს 20 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ახლა უნდა დადგინდეს, უკავშირდება თუ არა მაღალი სიკვდილიანობა პოლიტიკურ, ადმინისტრაციულ ან მენეჯერულ გადაწყვეტილებებს და საჭიროებენ თუ არა ეს გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის დევნას.
ამასთანავე, უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში 50 საქმე არ მიიღო, რომლებიც მთავრობის წინააღმდეგ იყო მიმართული, რადგან, სასამართლოს განმარტებით, საქმეებს სიზუსტე აკლდა იმისთვის, რომ კონკრეტული ჩინოვნიკისთვის ბრალი წარედგინათ.
ესპანეთში პანდემიას დღემდე 48 777 ადამიანი ემსხვერპლა.