1936 წლამდე ჩვენი ქვეყნის დედაქალაქს ტიფლისს უწოდებდნენ. იმავე წლის აგვისტოდან მას უკვე ჩვენთვის ჩვეული სახელი – თბილისი – დაერქვა. ქალაქის განლაგებამ ჩვენს ისტორიაში დიდი წვლილი შეიტანა. ის მუდამ დიდ ინტერესს იწვევდა უცხოელებში. დღემდე ქალაქი მნიშვნელოვან სატრანზიტო პუნქტად ითვლება საერთაშორისო ენერგეტიკის და სავაჭრო პროექტებში. ჩვენს ისტორიას კარგად ჰყვება ქალაქის არქიტექტურაც, რომელიც შუასაუკუნოვან, კლასიკურ, აღმოსავლურ, მოდერნის სტილის, სტალინურ და თანამედროვე შენობა-ნაგებობებს აერთიანებს. შვედმა ფოტოგრაფმა, სტენ-ოკა სტენბერგმა არაჩვეულებრივი ფოტოების სერია გადაიღო, რომელიც თბილისის 1976 წლის ოქტომბრის ყოველდღიურ ცხოვრებას ასახავს.