ტრამპმა “ისტერიკა მოაწყო” და თეთრი სახლის დატოვებაზე უარი თქვა

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისტერიკა მოაწყო და თეთრი სახლის დატოვებაზე უარი თქვა.

ამის შესახებ CNN-ს ტრამპის მრჩევლებმა უამბეს.

CNN-ის ინფორმაციით, როდესაც ტრამპი ჯიუტად ვერ ეგუებოდა არჩევნებში დამარცხებას, მან რამდენიმე მრჩეველს უთხრა, რომ ჯო ბაიდენის ინაუგურაციის დღეს თეთრ სახლს არ დატოვებდა.

“მან ისტერიკა მოაწყო”, – თქვა ერთ-ერთმა წყარომ და, როგორც მან დასძინა,  მიუხედავად იმისა, რომ მისმა ამ განცხადებამ მრჩევლების შეშფოთება გამოიწვია, არავის სჯერა, რომ “ის საქმეს ბოლომდე მიიყვანეს”.

აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარი თეთრ სახლში ჯერ არ გაუკეთებიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები