„ნიუვიჟენ ჰოსპიტლის” დირექტორი: გარკვეული შეზღუდვების შემსუბუქება წინასაახალწლო დღეებში შესაძლებელია, მაგრამ სრული თავისუფლება ისევ გაზრდის ინფიცირებულების რაოდენობას
”დაწესებული შეზღუდვების ფონზე, შეიძლება ითქვას, რომ ვისწავლეთ კოვიდთან ურთიერთობის კულტურა”, – ამის შესახებ „ნიუვიჟენ ჰოსპიტლის” დირექტორმა, მირზა ხინიკაძემ საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასა და კლინიკების ხელმძღვანლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მან ხაზი გაუსვა, რომ ჰოსპიტალზე ზეწოლა შედარებით შემსუბუქებულია.
„დაწესებული შეზღუდვების ფონზე, შეიძლება ითქვას, რომ ვისწავლეთ კოვიდთან ურთიერთობის კულტურა, ჰოსპიტალზე ზეწოლა შედარებით შემსუბუქებულია. გარკვეული შეზღუდვების შემსუბუქება, ალბათ, წინა საახალწლო დღეებში შესაძლოა, მაგრამ სრული თავისუფლება ისევ გაზრდის ინფიცირებულების რაოდენობას და ის შრომა, რაც აქამდე სახელმწიფოს და თითოეული ექიმის მიერ იქნა გაწეული, შეიძლება, ფუჭი აღმოჩნდეს”, – განაცხადა მირზა ხინიკაძემ.