„ახალ წლამდე რამდენიმე თოჯინას კიდევ მოვასწრებ“ – ჯამბაზი, არლეკინი, ვარდისფერი ფერია… თოჯინები, რომლებიც იცინიან…

ხელოვნება ბავშვობიდან აინტერესებდა. სკოლა ქუთაისში დაამთავრ და თბილისის სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა.
მუშაობდ ქუთაისის კაკი წერეთლის უნივერსიტეტის დიზაინის ფაკულტეტზე ლექტორად. პარალელურად დაამთავრ აკაკი წერეთლის უნივერსიტეტთან არსებული პროფესიული სასწავლებელი, დეკორატიული ქსოვილების განხრით.
2018 წელს გახსნ საკუთარი სამხატვრო და თექის სტუდია – „N-Art studio”, სადაც  ასწავლი ხატვას და თექაზე შაობას.
ერთხანს  თექით ხატვამ გაიტაცა, ამჟამად კი თოჯინების კეთებითაა დაინტერესებული, რომლებიც სოციალურ ქსელში დიდი მოწონებით სარგებლობს.
ამბობს, რომ ახალ წლამდე მოასწრებს და  ნაძვის ხე გაალამაზებს ახალი თოჯინებით. – მხატვარ-დიზაინერ ნინო აბზიანიძის პერსონა.

– დავიბადე და გავიზარდე  ქუთაისში. ხელოვნებით ბავშვობიდანვე დავინტერესდი, რაშიც განსაკუთრებული წვლილი დედაჩემს მიუძღვის. დედა დღემდე ხატავს. მისი სურვილი იყო  აკადემიაში სწავლა, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო სხვა პროფესია აირჩია.  მან, ასე ვთქვათ, თავისი ოცნება ჩემით აიხდინა.
ბავშვობაში სულ ვხატავდი გოგონებს და ლამაზ კაბებს, შემდეგ ამ კაბებს ვუკერავდი თოჯინებს.
სწავლა ხელოვნების ლიცეუმში გავაგრძელე, რადგან უკვე ვიცოდი, რომ აკადემიაში უნდა შევსულიყავი.
ლიცეუმის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე სამხატვრო აკადემიის კოსტიუმის მოდელირების  ფაკულტეტზე. სტუდენტობა ჩემთვის განსაკუთრებულად ძვირფასი და საუკეთესო წლები იყო. სტუდენტობის დროს შევიძინე და დღემდე მყავს არაჩვეულებრივი მეგობრები.
მუშაობდი ქუთაისის კაკი წერეთლის უნივერსიტეტის დიზაინის ფაკულტეტზე ლექტორად. პარალელურად დაამთავრე ამავე უნივერსიტეტთან არსებული პროფესიული სასწავლებელიდეკორატიული ქსოვილების განხრით
2011-17 წლებში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დიზაინის ფაკულტეტზე ჩემს სტუდენტებთან ერთად ვმუშაობდი ქართულ ეროვნულ სამოსზე. ვაწყობდით გამოფენებს. რადგან ძალიან გატაცებული ვიყავი აგრეთვე თექაზე მუშაობით.
პედაგოგიური მოღვაწეობის პარალელურად, ჩავაბარე უნივერსიტეტთან არსებულ პროფესიულ სასწავლებელში და დავამთავრე დეკორატიული ქსოვილების მოდული.
– საკუთარი სამხატვრო და თექის სტუდია გაქვთ – „N-Art studio”, სადაც ასწავლით ხატვას და ასევეთექაზე მუშაობას
2018 წელს გავხსენი საკუთარი სამხატვრო და თექის სტუდია „N-Art studio”, სადაც ვასწავლი ხატვას და თექაზე მუშაობას. ყოველ წელს ვაწყობთ ბავშვების ნამუშევრების გამოფენას. წელს, სამწუხაროდ,  პანდემიის გამო ეს ვერ შევძელით.
ერთხანს ძალიან გამიტაცა თექით ხატვამ, საერთოდ თუ რამემ დამაინტერესა და გამიტაცა,  სხვა ვეღარაფერზე ვფიქრობ. მოვიძიე ყველანაირი ინფორმაცია, ვკითხულობდი და ვუყურებდი მასტერკლასებს. როცა თეორიულად ყველაფერი შევისწავლე, დავიწყე მისი პრაქტიკაში გამოყენება.
– ხატავთ, ამზადებთ ხელნაკეთ ნივთებს, ამ ბოლო დროს კი თოჯინებით მიიქციეთ ყურადღება, თოჯინებით, რომლებიც იცინიან…
-. ძალიან მიყვარს და სულ მინდოდა თოჯინების შექმნა მესწავლა. ერთი თვის წინ დავიწყე საახალწლო ნაძვის ხის თოჯინების კეთება და უახლოეს მომავალში უფრო მეტის შესწავლას ვგეგმავ, რომ ავისრულო დიდი ხნის სურვილი და შევქმნა საავტორო თოჯინები. ასევე, ძალიან მინდა და ვგეგმავ პერსონალურ გამოფენას.
– მოვიხიბლე თქვენი ბაღით და შროშნებით, იებით, ვარდებით… ყვავილების კოლექციით… ალბათ ეს ჰობია. კიდევ რა არის თქვენი ჰობი?
– ბაღი და ვარდები ჩემი ჰობია. პატარა ეზოს მიუხედავად, მაქვს 150-მდე სახეობის ვარდი, ასევე – შროშანების კოლექცია. განსაკუთრებით მიყვარს მაისი, ამ დროს ჩემი ბაღი ძალიან ლამაზია.
– ოჯახი…
– მყავს მეუღლე და 2 შვილი. მეუღლე საერთაშორისო ურთიერთობათა დოქტორია, სტუ-ს პროფესორი. ბავშვები სკოლის მოსწავლეები არიან.
ახლ წელს ტრადიციულად ჩემს ოჯახთან ერთად ვხვდები. მიყვარს ნაძვის ხის მორთვა. ბევრი ჩემი ხელნაკეთი სათამაშო მაქვს და წელს ჩემი თოჯინებიც შეემატება ჩემს კოლექციას.
თქვენს გვერდზე N-Art handmade toys. ყოველდღე ახალი ნამუშევრები იდება. კიდევ რომელი ახალი თოჯინა შეემატება თქვენს კოლექციას?
– ვცდილობ, ახალ წლამდე მოვასწრო ნაძვის ხის გალამაზება. ბოლოს, რამდენიმე დღის წინ, ვარდისფერი ფერია დავამზადე, ძალიან საყვარელია. ბოლო ნამუშევრები უფრო მეტად მომწონს. განსაკუთრებით ჯამბაზი მიყვარს…
ახალ წლამდე რამდენიმე თოჯინას კიდევ მოვასწრებ. გეგმაში მაქვს ქართულ სამოსში გამოწყობილი პატარა თოჯინები, რომლებიც ალბათ ხევსურული სამოსით იქნებიან ლამაზები.

 

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები