აშშ-ში COVID 19-ით გარდაცვალების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა 11 სექტემბრის ტერაქტის და პერლ ჰარბორის შეტაკების დროს გარდაცვლილთა მაჩვენებელს გაასწრო

ყოველდღიურად აშშ-ში კოვიდ-19-ით უკვე უფრო მეტი ადამიანი იღუპება ვიდრე აშშ-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენების – 11 სექტემბრის ტერაქტის და პერლ ჰარბორის შეტაკების დროს დაიღუპა.

2001 წლის 11 სექტემბერს 2 977 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო პერლ ჰარბორის თავდასხმისას, 2 403. მხოლოდ 9 დეკემბერს, ერთ დღეში, აშშ-ში კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობა იყო 3 214, ასევე 3000-ზე მეტი იყო გარდაცვლილთა მაჩვენებელი 10 და 11 დეკემბერს.

კალიფორნიის შტატმა გამოცხადა, რომ ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში არცერთი ადგილი აღარაა.
ფაუჩის განცხადების თანახმად, აშშ-ში ჯერ კიდევ არის მოსახლეობის ნაწილი, რომელსაც არ სჯერა კოვიდის არსებობის. ფაუჩი ამბობს, რომ ზამთრის რთული თვეები წინაა და მოუწოდებს ამერიკელებს დაიცვან წესები და აცხადებს, რომ შედეგის მიღწევა მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი.

თეთრი სახლის განცხადებით, კოვიდინფიცირების მაჩვენებელი გაზაფხულამდე არ შემცირდება

ამერიკელების 42% აცხადებს, რომ მათი შემოსავლები უფრო დაბალია, ვიდრე პანდემიის დაწყებამდე (ბანკრატე.ცომ-ის გამოკითხვა, კომპანია მუშაობს სახლების ყიდვა/გაყიდვაზე, სესხებსა და დაზღვევაზე). მათი შემოსავლები შემცირდა სამსახურების დახურვის/შემცირებების ან შემცირებული სამუშაო საათების გამო.

ანალიტიკოსების აზრით, ეს მდგომარეობა კიდევ დიდხანს შენარჩუნდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები