ნევადაში წვიმის მოსაყვანად ილოცეს

ნევადაში საერთო ლოცვა გაიმართა. მისი მონაწილეები წვიმის მოსვლას ითხოვდნენ, – ამის შესახებ „ასოშიეტიდ პრესი” იუწყება. ლოცვა ქალაქ რინოსთან მდებარე იესო ქრისტეს და ახალი წმინდანების ტაძარში ჩატარდა. ერთ ტაძარში შეიკრიბნენ ქრისტიანები, ისლამის და ბუდის, აგრეთვე იუდაიზმის, ბაჰაიზმის წარმომადგენლები.
საერთო ლოცვის მონაწილეები დარწმუნებული არიან, რომ ლოცვა შეწყვეტს დამღუპველ გვალვას, რომელიც ანადგურებს სოფლის მეურნეობას. უტას შეერთებულ შტატში ადგილობრივი ფერმერების ფედერაციამ დასახმარებლად მოუწოდა მოსახლეობას, რომ წვიმის და თოვლის მოსაყვანად ელოცათ. დასავლეთ აშშ-ში უკვე დიდი ხნის მანძილზე მშრალი და ცხელი ამინდია შენარჩუნებული. ხოლო მთებში თოვლი, რომელიც გაზაფხულზე დნება, წყლის ერთ-ერთი მთავარი წყაროა ადგილობრივი წყალსაცავებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები