პარლამენტის შენობასთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა
პარლამენტის შენობასთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე შეკრებილ, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის მცირე დაპირისპირება მოხდა.
პოლიცია შეკრებილებს ავტომობილების სავალი გზის ნაწილის დატოვებისკენ მოუწოდებს.
აქციის მონაწილეები პარლამენტის პირველ სხდომას აპროტესტებენ. სამოქალაქო აქტივისტები, ყველას ვინც თვლის, რომ არჩევნები გაყალბდა, დღეს რუსთაველის გამზირზე მისვლისკენ მოუწოდებენ. აქციის ორგანიზატორთა ინფორმაციით, იგეგმება პიკეტირება საკანონმდებლო ორგანოს სამივე შესასვლელთან.
ადგილზე უსაფრთხოების მიზნით, მობილიზებული არიან სამართალდამცველები.
მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დღეს გაიმართება. ოპოზიცია ამ დრომდე ბოიკოტის რეჟიმშია.