ამირან გამყრელიძე: თუ პირბადის ტარების მაჩვენებელს 95%-მდე ავიყვანთ, გაძლევთ პირობას, რომ საახალწლოდ სერიოზულად შევძლებთ, დავასტაბილუროთ მდგომარეობა
“კარგია, რომ გავზარდეთ პირბადის ტარების მაჩვენებელი შინ და გარეთ. ეს მაჩვენებელი უნდა იყოს 95%. თუ 95% თუ გვექნება, გაძლევთ პირობას, რომ საახალწლოდ სერიოზულად შევძლებთ, დავასტაბილუროთ მდგომარეობა”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, თითოეულმა ადამიანმა უნდა გაითავისოს, რომ დღეს პირბადის ტარება ყველაზე კარგი პრევენციული ღონისძიებაა.
„კარგია, რომ გავზარდეთ პირბადის ტარების მაჩვენებელი შინ და გარეთ. ეს მაჩვენებელი უნდა იყოს 95%. თუ 95% თუ გვექნება, გაძლევთ პირობას, რომ საახალწლოდ სერიოზულად შევძლებთ, დავასტაბილიზიროთ მდგომარეობა. თითოეულმა ადამიანმა უნდა გაითავისოს, რომ პირბადის ტარება არის ყველაზე კარგი პრევენციული ღონისძიება დღეს. ჩვენ თუ ვართ ინფიცირებული, სხვას არ გადავდებთ, თუ სხვა არის ინფიცირებული თქვენ არ გადმოგედებათ ინფექცია. გუშინ ჩვენს თანამემამულე ექსპერტებთან ერთად განვიხილეთ სხვა ქვეყნის მაგალითები, ევროპაში ყველგან თავს იკავებენ რეგულაციების შემსუბუქებისგან და შემზღუდავი ღონისძიებები გრძელდება საშობაო და საახალწლო პერიოდში. პირბადის ტარება აყვანილი აქვთ 90-95%-მდე. ამიტომ, ყველას გთხოვთ, რაც შეიძლება მეტად გაავრცელეთ ეს ინფორმაცია“, – განაცხადა გამყრელიძემ.