დედამიწაზე აღმოჩენილი უძველესი რკინის საგნები მეტეორიტებისგანაა დამზადებული

5000 წლის წინანდელ ეგვიპტურ სამარხში აღმოჩენილი ყელსაბამის მძივები მეტეორიტებისგან არის შექმნილი, აცხადებენ არქეოლოგები…
1911 წელს ბრიტანელი არქეოლოგების მიერ ქვემო ეგვიპტეში, სოფელ ელ-ჟერზეჰში აღმოჩენილი მძივების ანალიზმა აჩვენა, რომ ისინი არა დედამიწაზე წარმოქმნილი მინერალის, არამედ მეტეორიტული რკინისაგან შედგება, აცხადებენ მკვლევარები.
ცხრა პატარა მძივი 3200 წლის წინანდელი სამარხიდანაა, ისინი სხვა ისეთ ძვირფას მეტალებთან ერთად იყო აცმული ყელსაბამზე, როგორიცაა ოქრო, ან სხვა (ლაზურიტი, აგატი…). ისინი ამჟამად ლონდონის Petrie de l’University College-ში ინახება.
მეცნიერებმა ეს მძივები გამოსცადეს ისე, რომ არ დაზიანებულიყო, ნეიტრონების დასხივებით, რათა მათი მეტალური შემადგენლობის თითოეული ელემენტის ატომური „ხელწერა“ ამოეკითხათ.
ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე:Les plus anciens objets en fer connus sur Terre ont été forgés à partir de météorites

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები