ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 2020 წლის 11 დეკემბერს გაიმართება. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, დღეს, 8 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის დანიშვნის შესახებ განკარგულება გამოსცა.
განკარგულების მიხედვით, პირველი სხდომა 11 დეკემბერს, 12:00 საათზე დაინიშნა.