„ორდენების დამზადება 2018 წელს დავიწყე და, მგონი, ვიწინასწარმეტყველე მომავლის ტენდენცია“

ხელოვნებით სკოლაში დაინტერესდა. თუმცა მანამდეც – ბავშვობაშიც იზიდავდა. ჯერ იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლეელში, მოდელირების ფაკულტეტზე ჩააბარა. შემდეგ სწავლა განაგრძო სამხატვრო აკადემიაში, სამრეწველო დიზაინზე.
როგორც ამბობს, აკადემიის დამთავრებისთანავე გაუჩერებლივ დაიწყბისერით მუშაობა მანამ, საამ დღევანდელ შედეგს არ მიაღწი.
მუშაობისას იყენებს ჩეხურ ბისერ, შუშის კრისტალებ, კანიტელ, ხელოვნურ მარგალიტს… – ეთერ ლაზარიაშვილის პერსონა.
– ბავშვობა 90-ანებში გამოვიარე, უშუქობა, ნავთქურა და ნავთი… და მაინც ვთვლი, რომ ახლანდელ ბავშვებთან შედარებით უფრო მაგარი ბავშვობა მქონდა. დედა – პროფესიით ექიმი, მამა – ყოფილი სპორტსმენი.
ხელოვნებით დავინტერესდი მე-8 კლასში და დავიწყე მასწავლებელთან მომზადება, რათა ჩამებარებინა ნიკოლაძის სასწავლებელში, 9 კლასი დავასრულე და მოვხვდი ნიკოლაძეში, მოდელირების ფაკულტეტზე, შემდგომ აკადემიაში – სამრეწველო დიზაინზე.
– რა იყო საინტერესო სტუდენტობიდან?
– სტუდენტობა უკვე საინტერესოა ყველასთვის, ყველაზე სახალისო და სასიამოვნო პერიოდი ცხოვრებიდან. მეც არ მაკლდა თავგადასავლები, რომლებიც ახლა ღიმილით მახსენდება.
აკადემიის დასრულების შემდეგ ბისერით მუშაობთ… რატომ მაინცდამაინც ბისერი?
– რატომ ბისერი, ვერ გეტყვით. ბავშვობაში ალბათ ყველა გოგოს ჰქონია შეხება და ამან განაპირობა ჩემი დამოკიდებულებაც, მითუმეტეს, დედა მთელი ცხოვრება ქსოვდა, კერავდა და ქარგავდა, ალბათ დედას დამსახურებაა, რომ ამ საქმით ვარ დღეს დაკავებული.
ნატურალური ქვებით შექმნილი ულამაზესი ბეჭდები, ზოდიაქოს ნიშნები, შემოდგომის ფოთლები… როგორ ქმნით ასეთ უზუსტეს ნამუშევრებს?
– სიზუსტე ალბათ უფრო გამოცდილებიდან მოდის. ფაქტობრივად, მთელი დღის განმავლობაში ვმუშაობ, პარალელურად სახლის საქმეებს ვაკეთებ და 5 წლის შვილს ვუვლი, რომელიც ძალიან ცელქია და ხანდახან მე თვითონ მიკვირს, როგორ ვახერხებ საერთოდ რამეს.
– რამდენიმე დღის წინ ახალი ნამუშევრები „სამეფო ორდენები“ გამოაქვეყნეთ… თქვენ გაქვთ დამზადებული ასევე „ორდენები წვეულებისთვის“… რომელ ნამუშევარს გამოყოფდით თქვენი შემოქმედებიდან? საინტერესო ამბავიც გექნებათ მოსაყოლად…
– გამოვყოდი ალბათ ორდენებს და შემოდგომის ფოთლებს, რომლებიც ყველაზე მეტად მოწონს. ორდენები 2020 – 2021 წლის ტრენდია, მაგრამ მე მათი კეთება 2018 დავიწყე და, მგონი, ვიწინასწარმეტყველე მომავლის ტენდენცია.
გახსენებით გავიხსენებ ერთ-ერთი ყელსაბამის ამბავს, რომელსაც არ გამოუჩნდა მომწონი და რაღაც პერიოდის მერე გადავწყვიტე, ჩემთვის დამეტოვებინა. შევუკერე შესაბამისი კაბა და ზედ დავაკერე, ახლა მასზე ყველა გიჟდება, მაგრამ ის უკვე ჩემია.
– რა მასალებს იყენებთ მუშაობისას?
– მასალა დამოკიდებულია დამკვეთზე, ძვირფასი ქვების  იქნება ნაკეთობა თუ უბრალო მასალის. მე, მაგალითად, შესრულების ტექნიკა უფრო მიზიდავს, ვიდრე გამოყენებული მასალა.
– გაქვთ თქვენი გვერდი, საიდანაც ალბათ იღებთ შეკვეთებს. მაინც რაზეა უფრო მეტი შეკვეთა?
– მაქვს გვერდი Tuseria • ტუსერია და ამ გვერდის საშუალებით ვახდენ ჩემი ნაკეთობების რეალიზებას.
– როგორ იმოქმედა პანდემიამ თქვენზე? ახალი წელი ახლოვდება. რის დამზადებას აპირებთ საახალწლოდ?
– პანდემიამ ჩემზე ვერანაირად ვერ იმოქმედა, რადგან 24 საათში  ვახერხებ, 15 საათი მაინც დავუთმო სამუშაოს. პანდემიამდეც ვიჯექი და ვმუშაობდი შინიდან გაუსვლელად.
რადგან ხარის წელი გვიახლოვდება და ჩემი კოლეგები უკვე აქვეყნებენ ინტერნეტსივრცეში ხარის გულსაბნევებს, მეც გავახალისებ ჩემს მომხმარებელს ამ დაძაბულ ვითარებაში და ოდნავ მაინც შევუქმნი საახალწლო განწყობას.
. ჰობი…
– ჩემი ჰობი ჩემი საქმეა, რომელიც უდიდეს სიამოვნებას და შვებას მანიჭებს, ამით ვწყნარდები და ვმშვიდდები.
ოჯახი… სამომავლო გეგმები…
– მყავს არაჩვეულებრივი მეუღლე და 5 წლის ვაჟი. ძნელია სამომავლო გეგმებზე ფიქრი და საუბარი დღევანდელი დღიდან გამომდინარე. ამ პანდემიამ ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალა და შესაბამისად გეგმებიც. უფლის ნებაა ყველაფერი და ყველაფერი კარგად იქნება…

 

 

 

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები